თამუნა ინგოროყვა ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანია, რომელიც წელს თბილისი ფეშენ ვიკის ნაცვლად მერსედეს ბენც ფეეშენ ვიკზე ვიხილეთ. დიზაინერმა ამის მიზეზად უცხოური პრესა და კარგი გაშუქებები დაასახელა.
„ლამაზი, დახვეწილი, ხარისხიანი და საინტერესო სამოსი, ეს არის სტილი რაზეც არის მოთხოვნა, ვისიამოვნეთ“, - ასე აფასებენ თამუნა ინგოროყვას კოლექციას მოდის კრიტიკოსები. თუმცა, თავად დიზაინერს ამ სასიამოვნო ჩვენების გამართვა აღელვების ფასად დაუჯდა. „ძალიან რთული ლოკაცია იყო ჩვენების გასამართად და ძალიან დავიღალე“- განუცხადა მან „ნიუპოსტს“.
მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარსადგენი გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექცია თამუნა ინგოროყვამ სამ კვირაში შექმნა.
თამუნა ინგოროყვა: „აქ ჩავდე მთელი ემოცია, შეგრძნება, ვღელავ, ლოკაციაც რთული იყო.
მართალია მე შევარჩიე და მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ, რომ ისეთი გამოსულიყო როგორიც მინდოდა, მაგრამ მაინც დავიღალე. დიდი სურვილი მქონდა, რომ ამ კოლექციას მოხდენოდა, მგონი მოუხდა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ამ ბიზნესში ვარ, ყოველთვის ვნერვიულობ. რადგან ჩემთვის ეს არ არის გართობა, არ არის ჰობი, ჩემთვის ეს პროფესიაა და ძალიან დიდი ენერგია მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, ჩემთვის ყოველი კოლექცია ახალი ბავშვის დაბადების ტოლფასია.






მასალის გამოყენების პირობები






