როგორც გამოცემა წერს, ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას Reuters/Ipsos-ის ერთობლივი კვლევის იძლევა.
„როიტერსის“ ცნობით, ჰილარი კლინტონის რეიტინგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და ტრამპის გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ექვსი ან შვიდი შტატის ყველა თეთრკანიანი, ფერადკანიანი და ესპანურენოვანი ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას რადიკალურად შეიცვლის და ტრამპს მისცემს ხმას.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ტრამპს დაახლოებით 3 %-ით უსწრებს. ბოლო მონაცემების თანახმად, ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 45 % უჭერს მხარს, ტრამპს კი 42 %.
ექპსერტთა პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს, გამარჯვებისთვის კი კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა ნიუ-ჰემფშირის შტატის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში დაიწყო, სადაც ტრადიციისამებს ხმის მიცემის პროცედურა 00:00 საათზე იწყება. აშშ-ის სხვა შტატებში კი, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






