8 ნოემბრის ანონსი
ანონსი - 20:34, 07 Nov, 2016     1567

09:00 საათზე - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #33, ადვოკატების გადამზადებისა და სწავლების ცენტრი

10:00 საათზე - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების იმიტირებულ სავარჯიშოებს - “CYBER-EXE საქართველო 2016“ გამართავს.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.

10:00 საათზე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას N14, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi

10:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სემეკ-ი ნეტო აღრიცხვის რეგულაციებზე კონფერენციას გამართავს, რომელსაც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გახსნიან.

10:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განახლებული სასწავლო ცენტრი გაიხსნება, რომელსაც ზაზა ხატიაშვილთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციები და ადვოკატები დაესწრებიან.

მის: ზუბალაშვილების ქ. #33

საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 577 75 02 01

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" შპს "დიდუბის" ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იურისტები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მერიის სამსახურებისა და უშუალოდ მერის მიერ ბაზრის უკანონო შევიწროვება და კონკურენტი სავაჭრო ობიექტის ინტერესების კანონშეუსაბამო ლობირება, რაც მიზნად ისახავს შპს "დიდუბის" საქმიანობისათვის ხელის შეშლას. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა.

11:00 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს

თემა: საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.

მისამართი: საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარია, მე-3 სართულზე.

11:00 საათზე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია m2 შორის მემორანდუმი გაფორმდება შშმ ბავშვთათვის ახალი სერვისის - მცირე საოჯახო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და m2-ის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

მის.: ქავთარაძის ქ. #1, m2 გალერეა

11:30 საათზე - “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; „მემარჯვენეების“ პოლიტიკური გეგმები; დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ანა რიაბოშენკო და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: კონკურსი ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

12:00 საათზე - ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: გუდიაშვილის ქ. #7

12:00 საათზე - ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.

თემა: ფინანსთა სამინისტროსა და „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ (თავმჯდომარე ნოდრ ხადური) უმოქმედობის გაპროტესტება.

მის: გორგასლის ქ.N16

საკონტაქტო პირი ლაშა გეგეჭკორი - 595 008 048

14:00 საათზე - "დემოკრატიული მოძრაობის" სათავო ოფისში პარტიის მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: აბულაძის ქ. #8

19:00 საათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია ”ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია”.

მის.: ფურცელაძის ქ. #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42