ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
რამდენიმე დაკავებულის ადვოკატის ცნობით, საქმეში ქურდული სამყაროს წევრებთან კონტაქტზეა საუბარი.
ადვოკატების ინფორმაციით, პოლიციას აქვს დაკავებულების "სკაიპის" ჩანაწერები და მიმოწერა.
ადვოკატები ამბობენ, რომ სამართლადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფებს საზღვარგარეთ ქართველ "კანონიერ ქურდებთან" ჰქონდათ კონტაქტი.
დაკავებულებს სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლს წაუყენებენ, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს 5-დან 7-წლამდე პატიმრობას.
ადვოკატების ინფორმაციით, მათ დაცვის ქვეშ მყოფები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს. არსებული ინფორმაციით. სპეცოპერაცია თბილისში, მარტვილსა და ქუთაისში ჩატარდა.
დაკავებულთა ნაწილი ამნისტიითაა გათავისუფლებული. 27 დაკავებული თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ მარტვილში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ჯერ კიდევ გუშინ "ნიუპოსტი" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა.
მასალის გამოყენების პირობები






