მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება, 2017 წლის დასაწყისში, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით NATO-ს 4 ათასი ჯარიკაცის განთავსება შემაკავებელ სიგნალს წარმოადგენს და ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის პრევენციას უნდა დაეხმაროს და არა მის პროვოცირებას.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NATO რუსეთს გარდაუვალ საფრთხედ არ მიიჩნევს, ნატოს ქმედებები კი წარმოადგენს პასუხს უკრაინაში რუსული ჯარის განთავსებაზე და იმ „ბირთვულ რიტორიკაზე“, რომელსაც მისი თქმით, რუსული მხარე ევროპული ქვეყნების დაშინებისთვის იყენებს.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს გამოწვევაზე, რადგან რუსეთმა რამდენიმე წლის განმალოაში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო პოტენციალი. მისი თქმით, ამ ყველაფერს ალიანსი სათანადოდ უპასუხებს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო წევრ ქვეყნებში ასობით ათას სამხედროს საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანს. თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც ნატო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომპსონმა განაცხადა, ალიანსის მიზანს სამხედრო მოქმედებების ზონაში ორი თვის განმავლობაში 300 ათასამდე სამხედროს ბრძოლისუნარიანობის გაზრდა წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






