რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა
მსოფლიო - 10:42, 07 Nov, 2016     2346
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, დასავლური ქვეყნები დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტიას" იარაღს აწვდიან.

"დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა "ქურთისტანის მუშათა პარტია" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, იარაღი, რომელიც ამ დაჯგუფების წევრებისგან ამოვიღეთ, დასავლური წარმოებისაა"- განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა.

"ჩემთვის სულერთია, თუკი დიქტატორს მიწოდებენ. მომავალში, თუ ტერორისტი, რომელსაც დასავლეთი ეძებს, თურქეთში იქნება დაკავებული და მის ექსტადიციას მოგვთხოვენ, ისეთივე პასუხს გავცემთ, როგორიც ჩვენ მივიღეთ" - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ანკარა აშშ-ისგან თურქი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას ითხოვს.

15 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42