მისი თქმით, თავდამსხმელების მიზანს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წარმოადგენდა. ამავე დროს, პროკურორი აცხადებს, რომ მას არგააჩნია მტკიცებულებები იმისა, რომ თავდასხმის მცდლეობასთან რუსეთის ხელისუფლებას რამე სახის კავშირი აქვს.
როგორც "ბიბისი" წერს, საყოველთაო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოქტომბრის შუა რიცხვებში, მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მოქალაქეების ჯგუფი დააკავა, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.
მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2016 წლის მაისში მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი. ამჟამად ქვეყანას ნატო-ს სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს.
ნატოს გენერალური მდივნის მაოდგილის, როუზ გეტემიულერის განცხადებით, მონტენეგროს ყველა შანსი აქვს 2017 წლის გასაფხულზე ნატოს წევრი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






