ამის შესახებ NBC NEWS-ი დაზვერვის ოფიცერსა და საიდუმლო დოკუმუნტაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ჰაკერებმა რუსეთის ელექტრონულ, სატელეკომუნიკაციო ქსელებსა და კრემლის მონაცემთა ბაზის სისტემაში შეაღწიეს. NBC NEWS ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის კიბერშეტევის განხორციელება საიდუმლო კიბერიარაღის საშუალებით შეუძლია.
აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ.
საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ოფიციალური ვაშინგტონი გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას არ მოახდენს, კრემლისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის მთავრპბა კიბერტერორიზმს მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, ოქტომბერში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევებს აშშ ადეკვატურ პასუხს გასცემს.
"ჩვემ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენ ისეთ მძლავრ პასუხს გავცემთ, რომ პუტინიც კი შეიტყობს. ეს ისეთ დროს და ისეთ გარემოებებში მოხდება, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ, რათა შედეგი მაქსიმელურად ეფექტური და მტკივნეული იყოს" - განაცხადა ბაიდენმა.
ივლისში დემოკრატიული პარტიის შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. აშშ-ის ხელისუფლებამ კიბერშეტავაში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს. კიბერშეტევა ოქტომბრის დასაწყისშიც განმეროდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "დემოკრატმა" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით განაცხდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა, რის გამოც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
კიბერთავდასხმების შემდეგ "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას კიბერშევეტებით გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






