მიუხედავად იმისა, რომ კარა დელევინი რამდენიმე წელია აქტიურ მოდას ჩამოშორდა და სამსახიობო კარიერაზე ზრუნავს, ბრიტანული ტაბლოიდები მის სამოდელო სტრანდარტებზე კვლავაც დაობენ.
კარას სტანდარტებს ბოლო მწვავე კრიტიკა გამოცემა The Sun-მა მიუძღვნა, რომელიც წერდა, რომ კარა მაღალი მოდის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და მისი წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ის გახდა, რომ კარლ ლაგერფილდის ფავორიტი მოდელი იყო. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2012-2013 წლებში კარა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე გამოვიდა, 2014 წელს ის ზედმეტი კილოგრამებისა და „არასრულყოფილი“ სხეულის გამო დაბლოკეს.
ბრიტანული ტაბლოიდის საპასუხოდ, კარა დელევინმა ინსტაგრამზე Victoria’s Secret-ის გენერალური დირექტორის, ედ რაზეკის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის კარა დელევინს 2016 წლის შოუზე იწვევს, ყოველგვარი ქასტინგის გარეშე. წერილში რაზეკი იმ მიზეზებზე ყვება, რის გამოც კარამ 2014 წლის შოუ გამოტოვა. მისი თქმით, შოუში მონაწილეობაზე უარი თავად კარამ განაცხადა, რადგან სამსახიობო კარიერაზე იყო გადართული და ჩრდილოეთ კაროლინაში ფილმისთვის გადაღებები ჰქონდა.
„ძვირფასო კარა,
Victoria’s Secret იშვიათად პასუხობს ტაბლოიდების ჭორებს, მაგრამ ის რაც გამოცემა The Sun-მა დაწერა, რომელიც შენ და Victoria’s Secret-ის 2014 წლის შოუს ეხება, სრული ფაბრიკაციაა.
The Sun-ი არასოდეს შეწუხებულა ჩემთან ინფორმაციის გადამოწმებით, Victoria’s Secret-ი კი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ შენ ლონდონის შოუზე გამოსულიყავი. ვიცი, რადგან ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი. სხვათაშორის, შენ პირველი იყავი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ქასთინგის გარეშე მოგიწვიეს და შენც დათანხმდი.
მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერ შემოგვიერთდი შენი ფილმის გადაღებები იყო ჩრდილოეთ კაროლინაში.
ბევრი ვეცადეთ, რომ ჩვენთან ყოფილიყავი. შენ ჩვენს შოუს უკეთესს გახდიდი, ისევე როგორც ყველაფერს, რაშიც ჩაეთვები.
ასე რომ , ნება მომეცი კიდევ ერთხელ მოგიწვიო. თუკი თავისუფალი ხარ 30 ნოემბერს, გთხოვ, შემოგვიერთდი პარიზში. როგორც ყოველთვის, მოხარუები ვიქნებით შენი ყოფნით.
რა თქმა უნდა ქასთინგის გარეშე.
დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით
ედუარდ რაზეკი"

უცნობია, მიიღებს თუ არა კარა დელევინი ედ რაზეკის მიწვევას.
მასალის გამოყენების პირობები






