აშშ საარჩევნო სისტემის უცნაურობები - ტრამპს პრეზიდენტობისთვის... ფრეც ყოფნის
მსოფლიო - 15:39, 05 Nov, 2016     8896

აშშ-ს პოლიტექპერტების განცხადებით. ჰილარი კლინტონი, რომელიც ბოლო პერიოდამდე ლიდერობდა საპრეზიდენტო მარათონში, ამჟამად გარკვეულ შტატებში პოზიციებს კარგავს, რამაც შეიძლება კურიოზულ შედეგამდე მიგვიყვანოს.

პრობლემა ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სისტემაშია. ამერიკელები ხმას აძლევენ არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ თითოეული შტატი ირჩევს ე.წ. ხმოსანთა კოლეგიის წევრებს, რომელთა რაოდენობაც შტატის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხმოსათა რიცხვი 538-ია და გამარჯვებისთვის კანდიდატს მინიმუმ 270 ხმა სჭირდება.

ანტიტრამპისტულ გაზეთ Washington Post-ის მიმომხილველი ფილიპ ბამპი წერს, რომ არჩევნები ამ კვირის სამშაბათს რომ ჩატარებულიყო, პრეზიდენტი აუცილებლად კლინტონი გახდებოდა - მას გამოკითხვების თანახმად ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიაში 8 ხმოსნით მეტი ჰყავს.

თუმცა, 8 ნოემბრისთვის შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და ერთერთი პატარა შტატი, რომელსაც 4 ხმოსანი ჰყავს ამომრჩეველთა კოლეგიაში ტრამპის მხარეს გადავიდეს. ამ შემთხვევაში ორივე კანდიდატი 269-269 ხმოსანს აგროვებს და არჩევნები ასე ვთქვათ ფრედ მთავრდება.

ამ, ერთი შეხედვით კურიოზულ, თუმცა, დღევანდელი ვითარებისთვის საკმაოდ რეალურ, შემთხვევაში, არჩევნების ბედის გადაწყვეტაში, კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ს კონგრესი ერთვება - კონგრესის ზედა პალატა ირჩევს პრეზიდენტს, ხოლო ქვედა პალატა ვიცე-პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად აშშ-ში 2 წელიწადში ერთხელ იმართება კონგრესის წევრთა 1/3 გადარჩევები. დღეისათვის ზედა პალატაში რესპუბლიკელებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ და მიუხედავად შესაძლო მარცხისა, მაინც ინარჩუნებენ უმრავლესობას. შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ხდება. თუმცა უცნაურობები აქ არ მთავრდება - რესპუბლიკელ პრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატი ყავდეს. საქმე იმაშია, რომ გამოკითხვების თანახმად, ქვედა პალატაში რესპუბლიკელები კარგავენ უმრავლესობას და შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატი ტიმოთი კეინი გახდეს...

დასასრულს, შეგახსენებთ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უცნაურ შედეგსაც: ჯორჯ ბუშმა არჩევნებში 50455156 ხმა მიიღო, თუმცა, დიდ შტატებში გამარჯვების გამო ამომრჩეველთა კოლეგიაში 271 ხმოსანი მოიპოვა, ალბერტ გორმა კი, რომელმაც მასზე მეტი - 50 992 335 ხმა მიიღო, კოლეგიაში 269 ხმოსანი მოიპოვა და არჩევნებში დამარცხდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42