სააკაშვილი-უგულავა - ორი ლიდერის მიმართვა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ საგანგებო განცხადება
პოზიცია - 12:15, 05 Nov, 2016     9112
გიგი უგულავას წერილი ციხიდან და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური მიმართვა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის და სოციალურ ქსელებში ურთიერთ დაპირისპირების საგნად იქცა. პარტიის წევრთა ნაწილი ცალსხა მხარდაჭერას უცხადებდა გიგი უგულავას პოზიციას, ხოლო ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გზავნილებს იზიარებდა.

გიგი უგულავას მიერ გავრცელებული მიმართვის საკმაოდ მკაცრად უპასუხა მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იზიარებს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი და ყოფილი მაღალჩინოსანი დიმიტრი შაშკინი.

„გიგი უგულავას წერილი, ყველა სხვა წერილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გაავრცელა, როგორც დასპონსორებული პოსტი, რაც მიუთითებებს, რომ პარტიის ლიდერშიფის ინტერესია მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ყოფნა-არყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა“- წერს თაქთაქიშვილი.

თანაგუნდელ გიგი უგულავას არ ეთანხმება აკო მინაშვილიც და ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით".

შედარებით ნეიტრალური იყო „ნიუპოსტთან“ გიგი წერეთელი. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს პარტიის მთავარ მოტივატორს უწოდებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ უგულავას დანახულ პრობლემაზე მსჯელობა აუცილებელია.

პარტიის ახალი სახე ოთარ კახიძე კი მათ შორისაა ვინც თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი არჩეული, ქმედითი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს“.

პარტიის ხელმძღვანელობის შესახებ საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილიც. "ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის, გიგი უგულავას ერთგულებაში რომ ეჭვს შეიტანს და ივანიშვილთან გარიგებას დასწამებს მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოთქვა ქვეყნისა და საკუთარი პარტიის მომავალზე, ის ადამიანი როგორ შეიძლება ჩემი თანამებრძოლი იყოს?“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

გიგი უგულავას პოზიციას ეთანხმება გიგა ბოკერია, რომელმაც კომენტარში აღნიშნა, რომ ის ძირითადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იზიარებს გიგი უგულავას პოზიციას.

პარტიის პასუხისმგებლობის გაზრდაზე საუბრობს დავით ბაქარაძე.

„ყველას გვესმის, რომ გადავედით პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე, ყველას გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, ამიტომ ყველას გავქვს გაათმაგებული პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, ამიტომ მტავარი საკითხები, რომელიც განიხილება, ეს არის ორგანიზაციული საკიტხები, როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა და მუშაობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართვებს, სპეციალური განცხადება მოგვიანებით მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს მხრიდან.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ენმ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა არალეგიტიმური მეთოდი გამოიყენა არჩევნებზე და მიიღო უმრავლესობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ყველა გადაწყვეტილება მირებული იქნას ერთიანი დისკუსიის მეშვეობით და მოხდეს აზრთა შეჯერება

პარტიის პოლიტსაბჭოს ხაზს უსვამს, რომ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი სოციალურ მედიაში გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ აწარმოებენ ბინძურ კამპანიას, რომელიც ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას ემყარება.

ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“ - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42