მერსედეს ბენცის მოდის თბილისური კვირეული დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა გახსნა. საინტერესო ჩვენება-პერფომანსი მუსიკისა და დრამისა თეატრში მოეწყო.
დიზაინერმა საზოგადოებას 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარუდგინა. შავი და თეთრი ფერით შექმნილი ოცზე მეტი კოსტიუმი ძირითადად კლასიკურ სტილისა კაბებისა და შარვლებისგან შედგებოდა.
დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას საქართველოს პირველი ლედიც დაესწრო. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია დათუნა, მაკა ჩიჩუას გამორჩეული დიზაინერია, პირველი ლედი ძირითადად დათუნას კაბებით იმოსება.
მაკა ჩიჩუა : „ჩვენი ურთიერთობა დაიწყო გიორგის ინაუგურაციაზე ორი კაბით, მას მაშინ კარგად არ ვიცნობდი, შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა. მასთან სიამოვნებით ვთანამშრომლობ და ძალიან მომწონს მის მიერ შექმნილი სამოსი. არის ნიჭიერი და უყვარს თავისი საქმე. ეს დღევანდელმა ჩვენებამაც გვაჩვენა.




მასალის გამოყენების პირობები






