საქართველოს სტენდზე ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენლი იყო Omnes Tour, Georgian Travel Group, Caucasus Travel, Mimino Travel, Visit Georgia, Travel Shop, Georgica Travel. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოფენაში მონაწილეობის მიზანია საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და რეკლამირება, საქმიანი კონტაქტების დამყარება და საქართველოში მოღვაწე ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის ხელშეწყობა.
გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან: Conden Nast Traveller Italy, The Trip, Karpos Magazine, Montage 360 და ა.შ.
საერთაშორისო გამოფენას “TTG-Incontri 2016" 70 ათასამდე დამთვალიერებელი ეწვია, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ტურისტული კომპანიები მსოფლიოს 130 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები, გამოფენას 700-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და 300 ბლოგერი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები






