აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-80 ადგილს იკავებდა.
რეიტინგის შედგენისას ინსტიტუტი ითვალისწინებს 100-ზე მეტ ფაქტორს, როგორიცაა შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონე, განათლება, ბიზნეს-გარემო, სახელმწიფო მართვა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა და სხვა.
რეიტინგში პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია. მეორეზე - ნორვეგია, შვიდი წლის განმავლობაში პირველ პოზიციაზე იყო. რეიტინგში მესამეზეა ფინეთი, მეოთხეზე - შვეიცარია, მეხუთეზე კი - კანადა.
რეიტინგში ბოლო ადგილებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი და იემენი იკავებენ.
რაც შეეხება, მეზობელ ქვეყნებს, კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, სომხეთი 99-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 103-ე , თურქეთი - 78-ე ხოლო რუსეთი - 95-ე ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები






