სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:16, 04 Nov, 2016     1126
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური რესურსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერს ხელი.

დეკლარაციის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ჩინელი კოლეგებისგან ჩაის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას შეისწავლიან; თავის მხრივ ჩინური მხარე საქართველოში ვაზის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას გაეცნობა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთის, როგორც უმთავრესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს გაუსვა ხაზი.

მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის ბაზარზე მზარდია როგორც ქართული ღვინისა და სასმელი წყლის ცნობადობა, ასევე ექსპორტი.

როგორც ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბი მეიწიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის ბაზარზე ქართულ აგრარული პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და გამოთქვა სურვილი ჩინეთის ბაზარზე ქართული ჩაის ექსპორტიც განხორციელდეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ღვინის ეროვნეულ სააგენტოში სამუშაო პროცესს გაეცნენ, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42