მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, ინგლისელი მუსიკოსი ელიოტ სამნერი და გერმანელი მოდელი ვუსი ვონ ალტენი, ისინი „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისის“ სტუმრები გახლავთ. დევიდ კომა Mercedes-Benz Fashion Week -ის საიმიჯო ფილმის მთავარი დიზაინერია, მუსიკოსმა და მოდელმა კი ფილმში, მის მიერ შექმნილი სამოსი მოირგეს.
უცხოური მედიისა და ბაიერების დიდი ინტერესი, ცნობილი დიზაინერები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, საერთაშორისო პიარი და ქართველი ნიჭიერი დიზაინერების პოპულარიზაცია მსოფლიოში, - ეს „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისის“ ხელწერაა.
„ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციის გარდა, გვინდა, თბილისი დამკვიდრდეს რეგიონში მოდის დედაქალაქად. “- აცხადებს საქართველოში, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI -ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია.
წელს „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ , რომელიც თბილისში 3-7 ნოემბრის ჩათვლით იმართება 40 დიზაინერს „მასპინძლობს“. ამ დიზაინერებს შორის ნახავთ იმ სახეებსაც, რომლებიც წლების მანძილზე თბილისის მოდის კვირეულზე გვხვდებოდნენ. მათ შორის გიორგი შაღაშვილსა და თამუნა ინგოროყვას.
როგორც ცნობილია Mercedes-Benz Fashion Week TBILISI -მა დიზაინერებს ყველაზე მთავარი საზრუნავი, კოლექციის გაყიდვაზე ფიქრი მოუხსნა, დიზაინერების თქმით ამ მხრივ გასული სამი სეზონი წარმატებულკი იყო. სეზონის დასრულებისთანავე ქართველი დიზაინერებით უცხოელი ბაიერები ინტერესდებიან. ეს კი მოდის საერთაშორისო ბაზარზე გადადგმულ დიდ ნაბიჯს ნიშნავს.
რამდენიმე წარმატებული მოდის კვირეულის შემდეგ თბილისი მსოფლიო მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა და Mercedes-Benz Fashion week»-ის მსოფლიო კალენდარში შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






