10:00 საათზე - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Mercedes-Benz Fashionweek-ის კვირეულის მთავარი ღონისძიება ”Fashiontalk” გაიმართება.
11:00 საათზე - სასტუმრო "ამბასადორში" სახალხო დამცველი საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
11:00 საათზე - ნუცუბიძის ქუჩის N46 კორპუსის შიდა ეზოში საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე სტუდენტების მიერ დაპროექტებულ სკვერს გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები, კონკურსში მონაწილე სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მისამართი: ნუცუბიძის N46-ე კორპუსის შიდა ეზო. (მისასვლელი არის ნუცუბიძის ქუჩიდან და ზაქარიაძის ქუჩიდანაც)
საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163
11:00 საათზე - დავით ნარმანია ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის გუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს.
მისამართი: გუდამაყრისა და ჩარგლის ქუჩების კვეთა
საკონტქატო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი 577 555 488
11:00 საათზე - სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-2 კმ; (კარალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება)
საკონტაქტო: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
11:00 საათზე - სასტუმრო „ამბასადორში“ მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ანალიზის შედეგებზე კონფერენცია გაიმართება, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
11:00 საათზე - ”დინამო არენაზე” ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
11:00 საათზე - "არპიელ" (RPL) - ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო სათანამშრომლო ცენტრის გახსნის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: ლუბლიანას ქ. #2/6, I სართული "ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა".
საკონტაქტო ტელ: 599509110
11:30 საათზე - „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
12:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
12:00 საათზე - საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხელს მოაწერს მემორანდუმს Microsoft-თან, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.
მის.: უზნაძის ქ. #52
12:00 საათზე - ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი“
12:00 საათზე - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ვერეს ხეობაში, გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების სამუშაოებს დაესწრება.
საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი577 733 182
12:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი, პაატა ჯიბლაძე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: პარტია არასაპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის რეკომენდაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
13:00 საათზე - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის სათავო ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: აბულაძის ქ. #8
14:00 საათზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბრიფინგს გამართავს.
თემა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის წარდგენა.
მის: ქეთევან დედოფლის ქ. #96
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99
15:00 საათზე - შპს ”მაგთიკომის“ და შპს „დელტაკომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საჯარო სხდომა გაიმართება.
15:00 საათზე - კომპანია “BP საქართველო“-ს ოფისთან პროფესიული კავშირის “Pipeline Union”-ის წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანების სხვა წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავენ.
მის: ცინცაძის ქ. #24
18:00 საათზე - ახალ „მზიურში“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ხმოვანი წიგნების პირველ ქართულ აპლიკაციას წარუდგენენ საზოგადოებას.
მასალის გამოყენების პირობები






