დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:23, 03 Nov, 2016     1715
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით საქართველოში იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) დელეგაცია იმყოფება, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს მთავრობის წევრებთან და კერძო სექტორთან საქმიან შეხვედრებს მართავენ.

3 ნოემბერს JETRO-ს წარმომადგენლებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრი შეხვდა და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში


ტოშიო კაიტანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთვეან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, იაპონელი ბიზნესმენების მთავარი ინტერესი საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დაწყება და განვითარებაა. „მათი ინტერესების სფეროა ვაჭრობა და ინვესტირება ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში, კვებით მრეწველობაში. კარგია, რომ საქართველო მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს. დელეგაცია თბილისში ორი დღის განმავლობაში დარჩება და გამართავს შეხვედრებს ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

„საქართველოში მეორედ ვიმყოფები. დღეს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამთავრობო დელეგაციას შევხვდით. საქართველო ძალიან მონდომებული და ეფექტური ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მას აქვს ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენების საშუალებაც იაპონური კომპანიებს ბიზნესის განვითარებისთვის მიეცათ“ - აღნიშნა დელეგაციის წევრმა იასიო კიმორა ჰაშიმ.

JETRO - იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია, მთავრობასთან დაახლოებული უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობს იაპონიის სავაჭრო ურთიერობების გაღრმავებაზე დანარჩენ მსოფლიოსთან. ორგანიზაციის ძირითადი მისია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გლობალურ ბაზრებზე ხელშეწყობაა. JETRO-ს დელეგაციაში წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორიცაა კომპანიები: Itochu Oil Exploration, Yoshioka Kiko Co., Ltd, Mayekawa Middle East FZCO, Sumitomo Corporation, Hitachi Zosen Europe Limited, Hazama Ando Corporation, Fujikura Automotive Europe, United Genetics Turkey Tohum Fide A.S., Yoshioka Kiko Co., Ltd.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42