ხვალ სასამართლო ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს
სამართალი - 19:41, 14 May, 2013     417

 

 

დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რომელიც ეხება 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის ფაქტს. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ" მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ "ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე." "ახალგაზრდა ფინანსისტების" კითხვას წარმოადგენდა, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა ეროვნული ბანკისგან ფულადი სესხების გაცემა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ორგანიზაციამ ეროვნული ბანკის უარი 2013 წლის 22 თებერვალს სასამართლო წესით გაასაჩივრა, რომლის წარმომადგენლობასაც, "ახალგაზრდა ადვოკატები" ანხორციელებენ.

 

სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, პირველი სასამართლო პროცესი 2013 წლის 24 აპრილს უკვე შედგა. სასამართლო სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა მანანა ღუბიანურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა.
ხვალინდელ სხდომაზე სასამართლომ საქმეზე ახსნა–განმარტებები უნდა მოისმინოს, რაც არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ სხდომის დასრულებისთანავე, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42