შემზარავი შემთხვევა ოჰაიოში მოხდა.
როგორც გოგონას დედა, ვენდი ფეჩტი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, მისი შვილი 3 წლის იყო, როდესაც ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. წლების განმავლობაში ბეთანის სხივური თერაპიით მკურნალობდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 2008 წელს ის კიბოსგან სრულაიდ განიკურნა, თუმცა სხივურმა თერაპიამ კვალი დატოვა - სახეზე ნერვის დაზიანებით, გოგონას ღიმილი და თმის სტრუქტურა შეეცვალა.
ბეთანის სწორედ მისი ღიმილის გამო დასცინოდნენ.
როგორც ვენდი ფეჩტი ყვება, მორიგი ბულინგის დროს ბეთანიმ მეგობარს უთხრა, რომ მეტის ატანა არ შეეძლო და თავის მოკლვას აპირებდა.
გოგონას მეგობრის მამამ ბეთანის დედას დაურეკა, თუმცა უკვე გვიანი იყო.
10 ოქტომბერს, სახლში დაბრუნებულმა ბეთანიმ მამინაცვლის იარაღი მოძებნა და თავი მოიკლა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სკოლის ადმინისტრაცია ბულინგის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. უფრო მეტიც, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბეთანი და მისი მეგობარი სკოლაში ანტიბულინგის შინაარსის პოსტერებით მივიდნენ, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ მათი გაკვრის უფლება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






