უკვე ცნობილია, რომ ტერეზა მეის მთავრობა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებს. როგორც მოსალოდნელია აპელაციის განხილვა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებდა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურას არაუგვიანეს 2017 წლის მარტისა დაიწყებს.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი მიმიდინარე წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






