სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ოჯახი ალეპოდან, რომელსაც ბელგიელი ნათესავები ჰყავს, თავშესაფარს იმსახურებს, თუმცა ფრანკენი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს.
ორშაბათს, ფეისბუკზე ცარიელ ოთახში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წარწერაში ნათქვამი იყო, რომ ოფისის მთელი ავეჯი სასამართლომ ჩამოართვა, რადგან ფრანკენმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
“ავეჯით თუ მის გარეშე - ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ” - დაწერა მინისტრმა.
მოგვიანებით მინისტრის წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო და ქონება ფრანკენისთვის ჯერ არ ჩამოურთმევიათ, თუმცა ამის საფრთხე არსებობს, რადგან მან შესაბამისი ოფიციალური გაფრთხილება უკვე მიიღო.
გარდა ამისა, თეო ფრანკენს ყოველდღიურად 4 450 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
თეო ფრანკენი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელჰყოფს, აცხადებს, რომ მხოლოდ ნათესაური კავშირები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ოჯახს თავშესაფარი მიეცეს, რადგან მისი თქმით ეს „მიგრაციის ქაოსისი კარებს ხსნის.“
მინისტრის თქმით, ჯარიმის რაოდენობა უკვე 30 000 ევრომდე გაიზარდა. მისი წარმომადგენლის განცხადებით, უწყებამ ჯარიმის საწინააღმდეგო სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






