ამის შესახებ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჩაპელ ჰილში დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კლინტონის გამარჯვება ქვეყნისთვის საკონსტიტუციო კრიზის გამოიწვევს. მისი თქმით, კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პრეზიდენტი, რომელსაც სასამართლო დავების მოგვარება მოუწევს.
რამდენიმე დღის წინ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა ახალი წერილები, რომლებსაც შესაძლოა, ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის საქმეს ეხებოდეს და გამოძიების განახლებაც გამოიწვიოს. აღნიშნულ განცხადებაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო გამოკითხვებით პრეზიდენტობის რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს ამომრჩევლთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






