თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო ამბოხის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა
მსოფლიო - 11:32, 03 Nov, 2016     3590
თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მეორე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. თურქული მედიის ცნობით, ის ადგილობრივი ქაღალდის კომპანიის დირექტორი ქემალ ბათმაზია, რომელიც დაკავებულია.

თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბათმაზი გადატრიალების ერთ-ერთ მთავარ სულისჩამდგმელ, უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელ ადილ ოქსიუზთან თანამშრომლობდა, რომელიც სამხედრო ამბოხის მეორე დღესვე დააკავეს.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ბათმაზი და ოქსიუზი ამერიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ფეთჰულა გიულენს შეხვდნენ. გამოძიების ცნობით, ისინი აშშ-ში 11 ივლისს ჩავიდნენ და თურქეთში 13 ივლისს დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის შემდეგ ათიათასობით ადამიანი დააკავეს.

ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.

თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.

სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.

15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს 10 000 ადამიანი - ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.

15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს

გიულენთან კავშირის გამო დააკავეს მისი ძმა, ძმისშვილი და რძალიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42