საფრთხე თუ სარგებელი - ორპალატიანი პარლამენტის იდეა ოკუპირებული რეგიონების პირობებში
პოზიცია - 18:30, 02 Nov, 2016     3917
მმართველი ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ორპალატიან პარლამენტზეც ალაპარაკდა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ორპალატიანი პარლამენტის დანერგვის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება დადგეს.

ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.

ოკუპირებული რეგიონების არსებობის პირობებში, მაშინ როცა, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება დეოკუპაციამდე არ განცორციელდება, თამარ ჩხეიძე ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში არ გამორიცხავს, რომ ამ თემის წამოწევა ანტისახელმწიფიებრივი ქმედება იყოს.

"ეს ძალიან მავნე ტენდენციაა, თუ ცვლილებებს შორის ამაზე საუბრობენ, ეს ძალიან ცუდია. ეს შეიძლება იყოს მიბმული ისეთ ხელშეკრულებასთან რომელიც შინაარსით შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის შეიძლება იყოს“ - აცხადებს თამარ ჩხეიძე.

რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი მაშინ, როცა ქვეყანა ოკუპაციის პირობებშია და რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს.

"ნიუპოსტთან" ამ საკითხზე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს.

"ერთპალატიანი თუ ორპალატიანი პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირში ნამდვილად არ არის. ეს შეიძლება ერთ ან მეორე შემთხვევაშიც გაკეთდეს. საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც ერთპალატიანი, ასევე ორპალატიანი პარლამენტის მოდელები არსებობს. უბრალოდ, გადასაწყვეტია რა უფრო სჭირდება დღეს საქართველოს, თორემ ორივე პარლამენტს (ერთპალატიანს და ორიანს) თავისი უპირატესობა აქვს ერთმანეთთან შედარებით. ერთპალატიან პარლამენტს თავისი ხიბლი აქვს - უფრო ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილება სწრაფად რომ არ იქნას მიღებული და შემცირებული იყოს შესაძლო ხარვეზები თუ შეცდომები, ამისთვის სჯობს იყოს ორპალატიანი პარლამენტი.

დიდ სახელმწიფოებში ორპალატიანი პარლამენტები გაცილებით უფრო გამართლებულია, ვიდრე მცირეში, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაა დიდი, მოსახლეობაა დიდი და საჭიროა პარლამენტში იყოს წარმოდგენილი, როგორც პროპორციული წარმომადგენლობა, ამომრჩეველთა შეხედულებათა მიხედვით, ასევე საჭიროა ხოლმე ტერიტორიული წარმომადგენლობაც.

არსებობს დიდი და პატარა ტერიტორიები, მაგრამ ტერიტორიული ინტერესები არის და მარტო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომ იყოს დეპუტაცია, ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს მცირე ტერიტორიისთვის. ასე რომ სხვადასხვა მიზეზებით ხდება ერთპალატიანი ან ორპალატიანი პარლამენტის შექმნა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორპალატიანი პარლამენტი უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს - ესეც გასათვალისწინებელია" - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა ოკუპირებულია, ერთპალატიანი პარლამენტი უფრო მიზანშეწონილია.

"ჩემი აზრით, ორპალატიანი პარლამენტი სრულიად აუცილებელი იქნება, მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ორი ჩამოშორებული რეგიონის საქართველოსთან ინტეგრირების საკითხი დადგება. იმისთვის, რომ აღნიშნული რეგიონების წარმომადგენლობა უკეთ იყოს ასახული, მათი განსხვავებული სტატუსები სათანადოდ იქნას გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ორპალატიანი პარლამენტი უკეთესია. მაგრამ მანამდე, სანამ ეს ვითარება შეიქმნება, ერთპალატიანი პარლამენტი უფრო მიზანშეწონილია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შენახვა გაცილებით იაფი ჯდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიიაფეა. ამასთან, სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ რეფორმების ეტაპზე დგას და შესაბამისად, ობიექტურად საჭირო ხდება კანონების სწრაფად მიღება, რომ ესა თუ ის რეფორმა ძალიან სწრაფად გაგრძელდეს თუ დაიწყოს. ერთპალატიანის სასარგებლოდ ამ ეტაპზე ერთი არგუმენტიც არსებობს: როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ორპალატიან პარლამენტში ტერიტორიული წარმომადგენლობა უკეთ იქნება ასახული, რაც მიმზიდველი იქნება ჩამოცილებული რეგიონებისთვის, იმის გადაწყვეტა თუ რა საკითხებს უნდა წყვეტდეს მეორე პალატა, რა იქნება მხოლოდ მის გამგეობაში, როგორ უნდა აისახოს ქვეყნის ტერიტორიული პრინციპები, ანუ მეორე პალატის უფლებამოსილებების გამიჯვნის სტატუსი, სჯობს მიღებულ იქნას აფხაზეთისა და ცხივნალის წარმომადგენლებთან შეთანხმებით და არა ისე, რომ მზა-მზარეული რეცეპტი დავდოთ და ვთქვათ, რომ თქვენ ასე იქნებით წარმოდგენილნი პარლამენტში"- დასძინა ხმალაძემ.

რას ამბობს კონსტიტუცია?

მუხლი 4

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (20.04.2000, N260) და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.

4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42