ონლაინ სესხები საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:32, 02 Nov, 2016     4485
ვალის აღება არავის გვსურს. ყველა ჩვენგანი ვცდილობთ მაქსიმალურად ავირიდოთ სესხი, თუ დარწმუნებულები არ ვართ რომ შევძლებთ მის დაფარვას, მაგრამ ხშირად გამოუვალი შემთხვევები იქმნება და მაინც გვიწევს კრედიტით სარგებლობა.

სესხის შესახებ უფრო კონკრეტული წარმოდგენა რომ შეგვექმნას მოდით გადავხედოთ მისი წარმოშობის ისტორიაში.
სესხების ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო. იცით რას ნიშნავს სიტყვა „იპოთეკა“? ეს ტერმინი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა. ასე ეძახდნენ ფირფიტას, რომელიც დამაგრებული იყო იმ ადამიანის მიწაზე, რომელსაც ვალი ჰქონდა აღებული. თუ სესხი დათქმულ დროში ვერ დაიფარებოდა, მაშინ მიწის ნაკვეთი მევალეს გადაეცემოდა.

სესხები ძველ საქართველოში.

ისევე როგორც სხვა ცივილიზირებულ ქვეყნებში, საქართველოშიც ფულად-საკრედიტო ურთიერობებს, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

ძველ კოლხეთსა და იბერიაში არსებობდა სხვადასხვა სახის საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც არაფი ერქვა, რაც თანამედროვე საბანკო სისტემის წინაპრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მერვე საუკუნის საქართველოში არსებობდა უფრო დიდი ორგანიზაციები, მაშინდელი ბანკები - ორტაღები, რომლებიც სესხს იპოთეკის საფუძველზე, ან მის გარეშე გასცემდნენ.
XI-XII საუკუნეები საქართველოს განვითრაების ხანაა. ქვეყანა ჩართული იყო მსოფლიო სავაჭრო ქსელში და საკრედიტო დაწესებულებები სწრაფად ვითარდებოდნენ. თუმცა შემდგომ პერიოდში, როცა ქვეყანა განუწყვეტელ ომებში იყო ჩართული, ფულად-საკრედიტო სისტემაზე მონაცემები აღარ მოიპვება.
თანამრედროვე საფინანსო სისტემის აღორძინება საქართველოში მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 90-იან წლებში დაიწყო. ქვეყანაში კარგად განვითარდა მსხვილი საბანკო სექტორი და მათთან ერთად მცირე სესხების კომპანიებიც გამოჩნდნენ.
მცირე სესხების გაცემა სალომბარდო კრედიტებით დაიწყო, რომლებიც 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან უფრო აქტიურად ამუშავდნენ.
ამ გრძელმა პროცესმა მიგვიყვანა სესხის მიღების თანამედროვე საშუალებებამდე - ონლაინ სესხებამდე.
სწრაფი ინტერნეტ სესხები ფულის მიღების მარტივი მეთოდია. მომხმარებელს არ მოეთხოვება ქონების იპოთეკით დატვირთვა და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.
სესხი 15 წუთში გაიცემა, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ონლაინ დაკრედიტების სისტემას.
საქართველოს ბაზარზე ამჟამად 20-მდე მსხვილი ონლაინ სესხების კომპანია მოქმედებს, რომლებიც სხვადასხვა პირობებსა და თანხის ლიმიტებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
სწრაფი ინტერნეტ სესხები ძირითადად 50-დან 2 000 ლარამდე გაიცემა და მისი დაბრუნება 30 დღის განამვლობაში ხდება. არიან კომპანიები რომლებიც გრძელვადიან სესხებსაც იძლევიან და თანხას რამდენიმე თვეზე ანაწილებენ.
ონლაინ სესხი 15 წუთში საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში. ეს განპირობებულია ისეთი ფაქტორებით როგორებიცაა:

პროცედურის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა.

დროის მინიმალური დანახარჯი სესხის მისაღებად.

მსგავსი ოპერატიულობა ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებლისგან უამრავ საბუთებსა და პროცედურების გავლას ითხოვენ, ამ სერვისს უფრო მოსახერხებელს ხდის.
სწრაფი ინტერნეტ სესხი 15 წუთში არის მომხმარებელზე მორგებული, მოკლევადიან დროზე გათლილი სერვისი. მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფეა. განაცხადი უმოკლეს დროში განიხილება და დამტკიცების შემთხვევაში თანხა მაშინვე ირიცხება თქვენს ანგარიშზე.

საბანო კრედიტისგან განსხვავებით სწრაფი ინტერნეტ სესხი არ მოითხოვს ბიუროკრატიული პროცესების გავლას, ხანგრძლივ ლოდინსა და სადმე მისვლას. განაცხადის შესავსებად საჭირო არ არის სხვადასხვა დოკუმენტაციის გროვება და რიგებში დგომა.
სწორედ ამიტომაც სწრაფი ინტერნეტ სესხები ერთი-ორად ზრდიან ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას. ონლაინ კრედიტი არ მოითხოვს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას და სხვადასხვა საბუთების გროვებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი გადაუდებელი ფინანსური პრობლემების სწრაფად მოგვარებას.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42