გოჩა ცოფურაშვილი ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:41, 02 Nov, 2016     1178
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქ. ასტანაში გამართულ აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას KazAgro/KazFarm-2016 დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სერიკ ეგიზბაევთან ერთად გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და KazAgro/KazFarm-2016-ის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ცოფურაშვილმა ბოლო წლებბში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გააქტიურების, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

,,ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. ქართული კომპანიები სამინისტროს ხელშეწყობით მსოფლიოს მასშტაბით აგრარული მიმართულების ათეულობით საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. საქართველოს სტენდი წარმოდგენილია KazAgro/KazFarm-2016-ზეც და იმედი გვაქვს, რომ ქართული პროდუქცია პოპულარული გახდება ყაზახეთის ბაზარზეც“, -

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 მოწყობილ ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: ,,კულა“, ,,შატო თელავი“, ,,ქიმერიონი“, ,,ლივო“, ,,ზედაზენი“, ,,შპს ქინძმარაული“, ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“, წინანდლის ძველი მარანი“ და ,,არეანი“.

გამოფენის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, დელეგაციის წევრებთან და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სერიკ ეგიზბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება განიხილეს.

გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 ქართული სტენდი საუკეთესოდ აღიარეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სპეციალური დიპლომი და ოქროს მედალი გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42