პაკისტანის სასამართლომ "ავღანელი გოგონას" გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
მსოფლიო - 14:33, 02 Nov, 2016     2796
პაკისტანის სასამართლომ ცნობილი "ავღანელი გოგონას" შარბათ გულას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.


როგორც "ბიბისი" იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება , დღეს, სასამართლოზე იქნა მიღებული, თუმცა საბოლოო განაჩენი ჯერ არ დაფიქსირებულა.

პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით, შარბათ გულა ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობს და მისი დაკავების მიზეზიც სწორედ, ეს გახდა.

გულა პაკისტანში, საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად დააკავეს, სადაც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა.

დაკავებისას მას პაკისტანური და ავღანური პასპორტები აღმოაჩნდა.

შარბათ გულას, რომელიც ახლა 44 წლის არის, 14 წლიანი პატიმრობა და 3-იდან 5 ათასა დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

სამართალდამცავები ასევე 3 პაკისტანელ ჩინოვნიკს ეძებენ, რომლებმაც ავღანელ ქალს ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუმზადეს.

შარბათ გულა ერთ-ერთი ავღანელი აღმოჩნდა, რომელმაც ნაომარ ქვეყანაში დაბრუნებას პაკისტანში დარჩენა ამჯობინა. როგორც გაირკვა სამართალდამცავები მას 2 წელის განმავლობაში ეძებდნენ.

შარბათ გულამ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1985 წელს ფოტოგრაფმა სტივ მაკკარიმ მისი ფოტო National Geographic-ის ყდაზე დაბეჭდა.

984 წელს, ომის თემაზე მუშაობისას, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში, ბრიტნელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ 12 წლის გოგონა, გულა გადაიღო და ფოტოს “ავღანელი გოგონა” უწოდა. გოგონას ფოტო მალევე შერაცხეს „ავღანელ მონა ლიზად.“

17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა გულა მოეძებნა. შარბათ გულას ავღანურ ტომში მიაკვლია და ქმრის ნებართვით ფოტო ისევ გადაუღო.

"ავღანელი გოგონას" ფოტო National Geographic-ის ისტორიაში, ყველაზე წარამტებულ ფოტოდ ითვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42