ორგანიზაცია, მის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მედიის თავისუფლების მტრებად მიიჩნევს რუსეთის, თურქეთის, ჩეჩნეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, სირიის, თურქემენთის, კუბის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერითრეის, სუდანის, ბურუნდის, ზიმბაბვეს და გამბიის, ლიდერებს.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მედია ნამდვილად არ უყვარს. ბოლო დროს კი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესებით, ჟურნალისტების დაკავებით და მედიასაშუალებების დახურვით, თითქმის მთელ საინფორმაციო სივრცეს აკონტროლებს. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ორგანიზაცია მას ავტორიტარულ ნაციონალისტურ ლიდერს უწოდებს, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს კი სასტიკ ავტოკრატს უწოდებს. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კი კრიმინალ და სისხლიან დიქტატორად არის მოხსენებული.
სიაშ ასევე მოხვდა ისეთი დანაშაულებრივი დაჯგუფებები, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები, ბანგლადეშში მოქმედი “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებული დაჯგუფება, “თალიბანი”, მექსიკური ნარკოკარტელი “ლოს სეტასი”.
მასალის გამოყენების პირობები






