აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ჩატარებული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა.
129 გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიერ ფინანსისტისა და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დონორის, მარკ რიჩის შეწყალების დეტალებს სწავლობდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2005 წელს დასრულდა. თუმცა დოკუმენტები აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. რამაც დონალდ ტრამპის რეიტინგის გაზრდა გამოიწვია.
ბილ კლინტონის წერილების გამოქვეყნებამდე ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა ახალი წერილები, რომლებსაც შესაძლოა, ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის საქმეს ეხებოდეს და გამოძიების განახლებაც გამოიწვიოს. აღნიშნულ განცხადებაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო გამოკითხვებით პრეზიდენტობის რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს ამომრჩევლთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






