
ზაჰა ჰადიდი (დაიბადა 1950 წლის 31 ოქტომბერს, ერაყში - გარდაიცვალა 2016 წლის 31 მარტს, აშშ-ში), ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მხვდა, რომ მისი მოწოდება არქიტექტურა იყო. იგი 1972 წელს ლონდონში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც შემდეგ საცხოვრებლადაც დარჩა. "პლანეტა, რომელიც საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს" - ეს უწოდა ზაჰას მისმა მასწავლებელმა და შემდგომში პირველმა დამქირავებელმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, რემ კოლჰასმა.
1980 წელს ზაჰა ჰადიდი ხსნის საკუთარ ბიუროს Zaha Hadid Architects; მონაწილეობს და ერთი მოერის მიყოლებით იგებს მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსში, მაგრამ საქმე წინ არ მიდის, მისი პროექტები მხოლოდ ესკიზების სახით არსებობს. დამკვეთები უფრთხიან მის თანამედროვე და გაბედულ იდეებს. დიდი ხნის განმავლობაში მისი ბიურო ავეჯის, ინტერიერისა და ფეხსაცმლის დიზაინითაა დაკავებული.
ჰადიდის პირველი შენობა გერმანული კომპანია Vitra-ს სახანძრო შენობაა (1990 — 1993), თუმცა საყოველთაო აღიარება არქიტექტორს მხოლოდ 1999 წელს ეწვია. ცინცინატში მის მიერ დაპროექტებულმა ცინცინატიში, როზენტალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ჰადიდი პოპულარული გახადა. 2004 წელს ჰადიდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც არქიტექტურის დარგში უმაღლესი ჯილდო - პრიტცეკერის პრემია მიიღო.
მას შემდეგ ჰადიდზე მოთხოვნილება გაიზარდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული მისი დაპროექტებული შენობები უცხოპლანეტელტა აგებულს ჰგავს.
ჰადიდმა თავისი ეპოქა შექმნა არქიტექტურაში და დაგვიტოვა მრავალი პროექტი, რომელიც აუცილებლად იცხილავს დღის სინათლეს. გთავაზობთ მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს.

Vitra-ს სახანძრო შენობა (1990 — 1993)
კერძო სახლი ბარვიხაში, რუსეთი
ჰონგკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
მრავალპროფილიანი კომპლექსი Beko Masterplan ბელგრადი, სერბეთი
მეტროს "ოქროს სადგური" ერ-რიადში, საუდის არაბეთი
ცათამბჯენები Signature Towers, დუბაიში
კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ჩინეთი
40 სართულიანი ოტელი მაკაოში, ჩინეთი
ბიზნეს ცენტრი Dominion Tower, მოსკოვი, რუსეთი
ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალური ცენტრი ბონში, გერმანია (დასრულდება 2020 წ.)
ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ბაქო, აზერბაიჯანი
ტრანსპორტის მუზეუმი, გლაზგო, შოტლანდია
ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი, იაპონია (დასრულდება 2020 წ.)
ყატარის საფეხბურთო სტადიონი (დასრულდება 2022 წ.)
მასალის გამოყენების პირობები






