,,ნიანგი სარგებლობს, კოლიბრი კი იკვებება“ - პოლიტიკური ანტაგონიზმი და ოპოზიციური ველის რღვევა
პოზიცია - 17:44, 01 Nov, 2016     5831
არჩევნების გამოძახილი - მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, საქართველოში პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებში შეუქცევადი რღვევის პროცესი დაიწყო.

ბევრი „დახურდავდა“ ბევრი კი „ღირებულებათა შეუთავსებლობის“ მოტივით პარტიას ტოვებს.

ვის აწყობს ოპოზიციური ველის არარსებობა და როგორ შეიძლება მოუბრუნდეს კონსტიტუციური უმრავლესობით ზურგგამაგრებულ ხელისუფლებას ოპონენტების გაცამტვერების სურვილი - ამ და მნიშვნელოვან საკითხებზე „ნიუპოსტი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელთანაც საუბარი „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ,,დაშლა-არმოშლით" დავიწყეთ:

,,ერთის მხრივ ეს არის პოსტსაარჩევნო სტრესი, რაც დამახასიათებელია. როცა გაქვს ამბიცია და იღებ იმას, რაც მიიღე, იწვევს გარკვეულ პოლიტიკურ დეპრესიას. იგივე მოხდა ,,თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში, თუმცა ძალიან უხარისხოდ, რადგან ზოგიერთმა ლიდერმა არჩევნების მეორე დღეს საკუთარი სერვისები შესთავაზა მმართველ ძალას. რაც შეეხება უსუფაშვილს, მისთვის საკუთარი პარტია ერთი დიდი მუხრუჭი იყო მისი რესურსების პოლიტიკური კაპიტალიზაციისთვის. უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური სტარტი ძალიან ლოგიკურია. ვფიქრობ, რომ დასაკარგი პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება პარტიის სხვა ლიდერების მიერ ”რესპუბლიკელების” დატოვებას, ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბევრი მათგანი პოლიტიკას ჩამოშორდეს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა უსუფაშვილის მეუღლეს ურჩია, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლოს.

„ვისურვებდი, რომ თინა ხიდაშელი სამოქალაქო სექტორში გვენახა, სადაც მას ბევრის გაკეთება შეუძლია“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ველზე ორპოლუსიან მმართველობას, ექსპერტი თვლის, რომ ეს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას დააზიანებს. ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობას" კონკურენტები ჩამოაცილა ოპოზიციურ ველზე, რითაც ეს პარტია კიდევ უფრო გააძლიერა.

„ერთის მხრივ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ძალაუფლებრივი ამოცანა გადაწყვიტა, მაგრამ მეორე პოლუსზე საბოლოოდ გაამაგრა ,,ნაციონალური მოძრაობა" - მოუსუფთავა ოპოზიციური ველი, უკონკურენტო დატოვა. თავის ერთადერთ და განუმეორებელ ალტერნატივად ,,ნაციონალური მოძრაობა" აქცია, ანუ კი არ დაასუსტა და არ გაიყვანა პოლიტიკური ველიდან, როგორც გვპირდებოდა, არამედ პირიქით გააძლიერა და კონკურენტები საერთოდ ჩამოაშორა. ძალიან საკვირველია რატომ არის ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მსგავსი ნეგატიური განწყობები. სინამდვილეში ამ არჩევნებში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე მეტი მოიგო. მათ ოპოზიციური ფლანგიდან საერთოდ არ ჰყავთ კონკურენტები. კონფიგურაცია მომავალი პოლიტიკური განვითარებისთვის დამაზიანებელია, რადგან ამომრჩევლის უმრავლესობა ეძებდა მესამე პოლიტიკურ არჩევანს - მას არც ,,ქართული ოცნება" და არც ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსწონდა და საბოლოო ჯამში, ამ ორი პარტიის ამარა დარჩა. ფაქტობრივად ამ ორი პარტიის ჯამური ლეგიტიმაცია ძალიან სუსტია. კვლევებსა და არჩევნების შედეგებს რომ გადავხედოთ, ამომრჩევლის მხოლოდ 40 % -მა მისცა ხმა. დღეს ხელისუფლებაში გვყავს პარტიები თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციანად, რომლებიც ასახავენ მოსახლეობის 35-40 % -ის განწყობას. შესაბამისად, არათუ ,,ქართული ოცნების", მთლიანად პარლამენტის ლეგიტიმაციაა ძალიან სუსტი. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რაც ფაქტობრივად მომავალი კრიზისების განვითარების საფუძველს ქმნის“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ექსპერტმა და იქვე განმარტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" ოპოზიციური ველის მოსუფთავება საერთო ინტერესებზე მეტად რეალური ანტაგონიზმია.

„ეს არის რეალური ანტაგონიზმი, მაგრამ ბუნებაში არსებობს ასეთი ტიპის სიმბიოზები, სადაც ბუნებრივი ანტაგონისტები ერთმანეთს კვებავენ. ჩემი აზრით მათი ერთმანეთის სიძულვილი ობიექტურია, ეს თამაში არ არის, მაგრამ ასე ხდება. ნიანგისა და ჩიტი კოლიბრის ისტორიას მოგიყვებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ბუნებაში ანტაგონისტები არიან, ჩიტი კოლიბრი აჯდება და კბილებს უწმენდს ნიანგს. ნიანგის სარგებელია, რომ მას კბილები უსუფთავდება, კოლიბრი კი იკვებება. იმათ ერთმანეთი კი არ უყვართ, უბრალოდ ერთმანეთში ხედავენ სარგებელს და მიუხედავად ანტაგონისტობისა, ერთმანეთთან თანამშრომლობენ“- თქვა ექსპერტმა.

როგორ ხედავს გია ხუხაშვილი ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმში მიხეილ სააკაშვილის როლს? - ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი „კუდს კიდევ მოიქნევს“.

„პარტიაში არსებობს აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ სააკაშვილი მიუხედავათ თავისი ექსცენტრულობისა ადასტურებს, რომ პოლიტიკოსია. ის პარტიაში განხეთქილებაზე არ მიდის. შეიძლება უკმაყოფილო იყოს, დიდწილად პარტიაზე კონტროლიც დაკარგა და ასე შემდეგ, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ახლა გამწვავების დრო არ არის. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ პარტია შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, ახლა უკან დაიხევს, მაგრამ ის თავის სიტყვას კიდევ იტყვის როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ქართულ პოლიტიკაში“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა ,,ნიუპოსტთან".

დავით ჯაბაშვილი - ,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42