პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ინდური ფილმის გადაღებები გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:16, 01 Nov, 2016     2069

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან 7 თვეში კიდევ ერთი, რიგით მეხუთე პროექტი ხორციელდება.

ახალი, ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვ გარუდა ვეგას” გადაღებები 1 ნოემბერს დაიწყო. გადასაღებ მოედანს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ანი კვარაცხელიასთან ერთად ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ ინდური კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ბორჯომში, კახეთში, ჭიათურაში, ბათუმსა და თბილისში 20 ნოემბრის ჩათვლით გადაიღებს მორიგ ფილმს. თბილისის შემდეგ ისინი ბათუმს ესტუმრებიან, მოგვიანებით კი გადაღებები კახეთში გაგრძელდება.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს არის რიგით მეხუთე პროექტი, რომელიც ,,გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. „ამ პროექტმა ასობით ადგილობრივი ადამიანი დაასაქმა. ,ფილმის გადაღებები 30 დღე გაგრძელდება. გადაღებები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. პროექტში ჩართულია არაერთი ქართული კომპანია, რომელიც გადამღებ ჯგუფს შესაბამის დახმარებას უწევს“ - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს, ისინი მოხარულები არიან, რომ გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ქვეყანას კინოწარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. ,,მოხარულები ვართ აქ ყოფნით. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. წელიწადის ამ დროს თქვენთან ცივა, თუმცა ამას გადაღებებისთვის ხელი არ შეუშლია. ქართველები მეგობრულები არიან და ძალიან გვეხმარებიან. ჩვენ, გადამღებ ჯგუფთან ერთად ძალიან კარგ პროდუქტს ვქმნით. სტარტი 13 ოქტომბრიდან ავიღეთ. გადაღებები ჯერ ბათუმში, ამჟამად თბილისში მიმდინარეობს, ხვალ ისევ ბათუმში ვბრუნდებით, შემდეგ კი კახეთში გადავინაცვლებთ. მთლიანობაში დროს სასიამოვნო ვატარებთ, ვიღებთ გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების მიღებას სამომავლოდაც დავგეგმავთ“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა პრავეენ სატარუმ.

„მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42