ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი რი სოლ-ჩუ გაუჩინარდა. ის შვიდი თვეა არც ერთ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
Telegraph-ის ცნობით, კიმ ჩენის ინის მეუღლის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა, ორსულობა იყოს, ან ის უბრალოდ ფავორიტთა სიაში აღარ არის.
რი სოლ-ჩუ, რომელიც ყოფილი მომღერალია, კიმ ჩენ ინმა ცოლის ამპლუაში 2012 წლის ივლისში წარადგინა. მას შემდეგ პირველი ლედი დროდადრო ჩნდებოდა სატელევიზიო კადრებში და ღონისძიებებს ესწრებოდა. როგორც მედია წერდა, რი სოლ-ჩუ კიმ ჩენ ინის დის ფავორიტთა სიაში შედიოდა, მას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე დიდი გავლენა აქვს.
სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოს Yonhap-ის თანახმად, რი სოლ-ჩუს საჯარო გამოჩენა ბოლოს 28 მარტს დაფიქსირდა, მას შემდეგ ის არავის უნახავს.
როგორც იაპონელი პროფესორი ტოშიმიცუ შიგემურა Telegraph-თან აცხადებს, პირველი ლედის გაუჩინარება მისი ორსულობით ან ქმართან ურთიერთობის დაძაბვით არის გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები






