პრინცი ჰარი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ და მის გარშემო სასიყვარული ურთიერთობებზე ჭორებიც არ წყდება.
რამდენიმე თვის წინ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში 32 წლის პრინცმა ჰარიმ ოჯახის შემქნის სურვილიც გამოთქვა.
ამჯერად კი დასავლური მედია პრინცის ახალ რომანზე ალაპარაკდა. როგორც ტაბლოიდები იტყობინებიან, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის მორიგი რჩეული 35 წლის ამერიკელი მსახიობი , სერიალ Suits- ის ვარსკვლავი მეგან მარკლია.
გამოცემა Sunday Express წერს, რომ ჰარიმ და მეგანმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მაისში, ტორონტოში გამართულ Invictus Games-ზე გაიცნეს, რომლის დამფუძნებელიც თავად პრინცია და მას შემდეგ ერთმანეთს ეკონტაქტებიან.
როგორც გამოცემა წერს, მეგანი ლონდონში რამდენჯერმე იმყოფებოდა და ინსტაგრამზე ფოტოებსაც დებდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზები უცნობია.




მასალის გამოყენების პირობები






