„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გახსნილი საწარმოები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:02, 01 Nov, 2016     1504
პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტური ჩატარდა, რომლის დროსაც სტუმრებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერეს და საწარმოო პროცესებს გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ შპს „ჯეოკეპს“, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი, პლასტმასის საცობების, პრეფორმებისა და პლასტმასის ბოთლების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოა.

ვიზიტორებს მეგზურობა საწარმოს დამფუძნებლებმა გაუწიეს. საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია.

„აღნიშნული ტურის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჩვენს მეგობრებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში. რა გამოცდილება გაგვიგროვდა და როგორ წარმატებებს მიაღწიეთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროგრამაა. „იმ ორი წლის განმავლობაში, რაც პროგრამა ფუნქციონირებს, 200-ზე მეტი საწარმოა შექმნილი. სამუშაო დღეებზე რომ გადავიყვანოთ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველ სამ დღეში იქმნებოდა ან ფართოვდებოდა თითო საწარმო. დღეს პროგრამამ 400 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის პოტენციალი შექმნა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სპეციალური ტურის ფარგლებში, ვიზიტორებმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სხვა საწარმოები დაათვალიერეს. მათ შორის, შპს „ისეკო“, რომელიც ფოლადის მილებს აწარმოებს; შპს „დენოლა“, რომელიც პარალონსა და აქაფებულ პოლიურეტანის წარმოებაზეა კონცენტრირებული და ავეჯის კომპანია „ემბავუდს“ ამარაგებს, რომელსაც მზა პროდუქცია გააქვს აზერბაიჯანში. აგრეთვე შპს „შარავანდი“, რომლის საქმიანობა ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებას მოიცავს; შპს „LG Glass”, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას მინაპაკეტის წარმოება, მინის თერმული დამუშავება, კერამიკული დაფარვა, მოხატვ, ასევე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების, ფანჯრების, და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი წარმოადგენს და შპს „ჯორჯიან პროდაქტსი“, რომელიც ცხოველების ავეჯს აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42