კულუარული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებვაზე თითქმის შეთანხმდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც ოცნების კულუარებში ხადურის შემცვლელად ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას განიხილავენ.
ქუმსიშვილს კი სავარაუდოდ ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენი დაინიშნება გიორგი გახარია შეცვლის.
„ქართულ ოცნებაში“ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხიც აქტიურად განიხილებ, არსებული ინფორმაციით მას ლევან იზორია შეცვლის.
თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში სამთვიანი მმართველობის დროს დაფიქსირებული სკანდალები გახდა.
კახა კალაძეს რაც შეეხება ის კვლავ ენერგეტიკის მინისტროს უბრუნდება, თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვიცე-პრემიერი პრეზიდენტობას უმიზნებს.
ამასთან აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება.
თავად ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
კობახიძე მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისგან განსხვავებით ამბობს, რომ კონსულტაციები სამთავრობო თანამდებობების შესახებ არ დაწყებულა.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ მეორე ტურების შემდეგ დაიწყებოდა ამის შესახებ მსჯელობა ეს მსჯელობა უახლოეს დღეებში დაიწყება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
"მსჯელობის შემდეგ ვისაუბრებთ - თუ ესეთი იქნება ჩვენი შეთანხმება მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, მას საუკეთესო თვისებები აქვს, თუმცა ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. კონკრეტულ გვარებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მოკლე დროში იქნება ცნობილი,"- ეს კომენტარი კი ეკა ბესელიას ეკუთვნის.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას ამის შესახებ. ძალიან ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






