ქობულეთში მეციტრუსეთა ფორუმი "ციტრუსი ექსპორტი 2016’’ გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:27, 31 Oct, 2016     1425
ციტრუსის სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქობულეთში ფორუმი ,,ციტრუსის ექსპორტი 2016’’ გაიმართა. ფორუმს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.


როგორც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ქართული ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ციტრუსის სეზონის წარმატებულად განხორციელებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები უკვე ჩატარდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საექსორტო ქვეყნების მხრიდან ქართული ციტრუსით დაინტერესება მაღალია. გაჩნდა ახალი საექსპორო ბაზრებიც, რაც იმის წინაპირობაა, რომ წლევანდელი ციტრუსის სეზონი წარმატებით ჩაივლის.

ფორუმზე მიმდინარე წელს ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა ციტრუსის წარმოება-გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხებზეც იმსჯელეს.

ფორუმში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის, ლარსის გამშვები პუნქტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურებისა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საბორნე გადამზიდავი კომპანიების, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმოები - შპს ,,აგროინვესტსერვისი’’, შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ და საწარმოების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42