2-4 ნოემბერს, თბილისში OECD-ის მაღალი დონის ღონისძიება გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 31 Oct, 2016     1599
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) ღონისძიებასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესიის” საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

“გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის” მე-9 პლენარული სესია თბილისში 2-4 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.

პლენარულ სესიას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარე კოსი ლუ.

OECD-ის „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი“ წარმოადგენს საგადასახადო გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც მონიტორინგისა და იურისდიქციათა შეფასების გზით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დაცვას.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. მან წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42