პუტინი სირიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისათვის ემზადება
მსოფლიო - 13:20, 31 Oct, 2016     4355

ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, პუტინი სირიაში ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებს. იგი გამოიყენებს იმ ფაქტს, რომ უახლოეს კვირეებში ამერიას არაფრისთვის ეცლება, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა და გეგმავს, რომ აღნიშნული პრობლემა მის სასარგებლოდ მოაგვაროს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ შეტევას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგი ექნება მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. ამ მოსაზრებას გაზეთი Times მოწინავე სტატიას უძღვნის.

უპირველეს ყოვლისა ეს შეტევა ალეპოშ განხორციელდება, რომელსაც იგივე ბედი ელის, რაც თავის დროზე გროზნის.

სირიაში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება, მათ შრის მოძველებული, მაგრამ საკმაოდ დამანგრეველი ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ გამოჩენა მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ პუტინი გეგმავს საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ასადის ოპოზიციაზე, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს და გაამყაროს მისი მარიონეტი ხელისუფლება სირიაში.

თავად ავიამზიდზე არსებული სამხედრო შეიარაღება და ავიაცია - 4 გამანადგურებელ-ბომბდამშენი МИГ-29, 10 გამანადგურებელი СУ-33, 2 ვერტმფრენი Ка-50 და ფრთოსანი რაკეტები მეტყველებს იმ ფატქზე, რომ პუტინი არ აპირებს მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ბრძოლას. მითუმეტეს, რომ ლატაკიას ავიაბაზაზე უკვე იმყოფება 32 რუსული თვითმფრინავი და საზენიტო დანადგარი С-400, რომელიც 400 კმ რადიუსში ანადგურებს საჰაერო მიზანს. შეგახსენებთ, ისლამის ტერორისტებს ავიაცია არ ჰყავთ. სირიაში იმყოფება რუსული არმიის 4500 სამხედრო მოსამსახურე და 100 სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, საზღვაო ქვეითთა და არტილერისტთა ბატალიონი.

ასეთი შეიარაღება სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპყრობითი ოპერაციისათვისა საჭირო. სამხედრო ძალის ასეთი კონცენტრაციის მიზანია სრულიად გაანადგუროს ასადის ყველა მოწინააღმდეგე.

Times იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ რუსეთი თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს უყურებდა მოლაპარაკებების პროცესს სერიოზულად. იგი მხოლოდ ძალის პოლიტიკას აღიარებდა. ახლაც პუტინი შესანიშნავად იყენებს ევროპის სისუსტეებსა და ამერიკის ხელმძღვანელობაში გადამწყვეტი მოქმედებებისათვის მზადყოფნის არქონას. არადა რუსეთს მხოლოდ ძალის გამოყენებით უნდა დაუპირისპირდე. სტატიის ავტორი იმედოვნებს, რომ NATO-ში ალბათ უკვე განიხილავენ, რა კონტრზომები უნდა მიიღონ პუტინის გეგმების საწინააღმდეგოდ.

სირიაში პუტინის გამარჯვება სრულიად დაარღვევს ძალთა ბალანსს, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ წარმოიქმნა მსოფლიოში, დააკნინებს საერთაშორისო სამართლის გავლენას და ყოველივე ეს მხოლოდ პუტინის სასარგებლოდ მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42