როგორც „სიენენის“ თურქული რედაქცია იტყობინება, ჩხრეკა რამდენიმე ხელმძღვანელისა და ჟურნალისტის სახლში ჩატარდა.
გავრცელებული ცნობით, გამოცემა „აკინა ატალაის“ გენერალური დირექტორის დაკავების ორდერია გაცემული.
ბურატ საბუნჩუს დაკავების მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის შემდეგ ათიათასობით ადამიანი დააკავეს.
ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს 10 000 ადამიანი - ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს
გიულენთან კავშირის გამო დააკავეს მისი ძმა, ძმისშვილი და რძალიც.
მასალის გამოყენების პირობები






