პირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკული რომანის სახით გამოიცა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:43, 31 Oct, 2016     1569
თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას წიგნის -„ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი“ პირველი ქართული გრაფიკული რომანია, რომელიც წიგნის სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.

„ვეფხისტყაოსანი“ პაპუნა დავითაიას და გამომცემლობა „არტანუჯის“ პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.

სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინომეწარმე და მხატვარი პაპუნა დავითაია რამდენიმე ანიმაცური და მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდუსერია. დამთავრებული აქვს თბილისის კინოსტუდიის ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. უკანასკნელი სამის წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის ხელოვნება.

გრაფიკული რომანი ამერიკაში 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც „კომიქსის“ ერთ-ერთი მიმართულება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი იაპონური ვერსია „მანგა“ იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ გრაფიკული რომანების წარმოება უფრო მოგვიანებით, 1970-იან წლებში დაიწყო.

„საქართველოში გრაფიკული რომანი არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულარული, თუმცა სადაო არ არის, რომ ბავშვებისთვის, შინაარსზე მეტი კონცენტრაციისა და უკეთ აღქმისათვის, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. ვფიქრობ, ამ ფორმით ჩვენი ბავშვები „ვეფხისტყაოსნის“ უკეთ გაგებას შეძლებენ და შემდეგ უკვე პოეზიასთან ზიარებით გაიღრმავებენ მის სიყვარულს,“-ამბობს პაპუნა დავითაია.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოებიც გამოიფინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42