09:30 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტთან ერთად გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“.
10:30 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის საჩივრის განხილვა განახლდება, რომელიც „თიბისი ბანკს“ და შპს ,,აგრიკომს“ უჩივის.
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნების მეორე ტური, ოპოზიციურ პარტიებში გადაადგილებები, პარტიის სამომავლო გეგმები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში", სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის დავმჯდომარე, ლაშა გიორგაძე, პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
12:00 საათზე, ევროკავშირის დაფინანსებით და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ასევე იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ რამდენიმე საწარმოს მოინახულებს.
საწარმოებში ვიზიტის გეგმა:
09.30 –შპს „ჯორჯიან პროდაქტსი“ (სამგორი, ნადარეიშვილის 5)
10.30 - შპს „შარავანდი“, (კახეთის გზატკეცილი 108)
11.45 - შპს „დენოლა“, (ავჭალა-ცენტროლიტი, ანდრონიკაშვილის 29)
12.45 - შპს „LG Glass”, (სარაჯიშვილის 14ა)
16.00 - შპს „ისეკო“, (ქინძმარაულის 5/7)
17.00 -შპს „ჯეოკეპი“, (ორხევი)
მასალის გამოყენების პირობები






