სოფელ უშაფათში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის წარმოებას ახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:48, 29 Oct, 2016     1941

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის იმედი“ წევრებს შეხვდნენ და კოოპერატივის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

კოოპერატივში „სოფლის იმედი“ 31 მეპაიე გაერთიანებულია. კოოპერატივი თხილის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებს. ENPARD-ის (განმახორციელებელი CARE international) ფარგლებში, კოოპერატივმა გრანტის სახით თხილის გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობები - თხილის საშრობი, სატეხი, კალიბრატორი და გამწოვი მიიღო.

2015 წელს კოოპერატივმა 300 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

დღეისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებულია 138 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 32, აბაშის მუნიციპალიტეტში - 17, ხობის მუნიციპალიტეტში - 10, სენაკის მუნიციპალიტეტში - 11, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - 9, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 31, მესტიის მუნიციპალიტეტში - 14, მარტვილის მუნიციპალიტეტში - 14), რომელშიც გაერთიანებულია 1984 მეპაიე.

სამეგრელოს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეციტრუსეობა და მეთხილეობა.

,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 55 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე გაცემულია 112 აგროკომპლექტი და 8 ხელის სათესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1647 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 14 238 მეპაიე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42