უწყების ინფორმაციით ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მიერ შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობისას, მის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერის სამსახურებრივი საქმიანობისას გამოყენების შესახებ დაწყებული გამოძიების საქმეში დამატებითი წერილები აღმოჩნდა, რომელსაც სწავლობენ.
„FBI-მ შეიტყო ისეთი ელექტრონული წერილების არსებობის შესახებ, რომლებსაც, როგორც ირკვევა, გამოძიებასთან აქვს კავშირი“ - წერს FBI-ს დირექტორი ჯეიმს კომი წერილში, რომელიც მან სენატს გადაუგზავნა.
ჰილარი კლინტონი გამოძიების განახლებას უკვე გამოეხმაურა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება კვლავ მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპიც, ის ბიუროს გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს უწყების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაა.
მასალის გამოყენების პირობები






