როგორ მოხვდა ჩოგბურთის კორტიდან თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში - ექსკლუზივი
შოუ ბიზნესი - 16:45, 28 Oct, 2016     20031
ქართველი გოგონა, რომელმაც პირველად მსოფლიო მოდის სამყარო, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ აალაპარაკა, ეს მაშინ როცა მისი პირველი კასტინგი ვერსაჩეს შოუში მონაწილეობით დაგვირგვინდა.

„ნიუპოსტი“ თაკო ნაცვლიშვილის დედას ნინო ცქიტიშვილს ესაუბრა. ის ყოფილი მოდელი და იმ სააგენტოს დამფუძნებელია, სადაც მისი შვილი სამოდელო ხელოვნებას დაეუფლა. LOOK MODELS-ის მოდელები მთელ მსოფლიოს არიან მოდებულნი, ჩვენ ძირითადად ამ ხაზით ვმუშაობთ“ - ამბობს ნინო.


-რას ნიშნავს იყოთ თაკო ნაცვლიშვილის დედა?

-პირველ რიგში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, იყო წარმოუდგენლად ამაყი და მაქსიმალურად აკონტროლო მისი ყველა ნაბიჯი, მისი ყველა მოქმედება, რადგან მას მარტო საქართველო კი არა მთელი მსოფლიო უყურებს და აქედან გამომდინარეა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ იყოს სულ ფორმაში, სულ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, სააგენტოს ვგულისხმობ...ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა იყო ისეთი შვილის დედა როგორიც თაკოა.

-ისეთივე კარგია ოჯახში, როგორც მოდელი პოდიუმზე? თუ აქვს რამე თავისებური „სიცელქეც“

- თავისი მინუსი ყველასა აქვს, მაგრამ სახლშიც კარგია, არის ძალიან წესიერი, ცოტა სიჯიუტე აქვს, რას ვიზამთ, ყველას აქვს რაღაც მინუსი, მეც მაქვს სიჯიუტე და ალბათ ამითი მე მგავს. ძალიან კეთილია, ზედმეტადაც, რაც ცოტათი არ მომწონს კიდეც... ყოველთვის იმის შიში მაქვს რომ ვინმე სხვამ, ცუდად არ ისარგებლოს მისი ამ თვისებით. ამიტომ ყოველ წამს ვაკონტროლებ და ვეუბნები რომ არ გინდა ასე ძალიან კეთილშობილიც არ უნდა იყო - მეთქი.

-გიჯერებთ?

-არა... მაინც ზედმეტად კეთილია

-როდის გაჟღერდა თაკოსგან რომ მოდელობა სურდა?

-ჩოგბურთის თამაშს როცა თავი დაანება. ჩოგბურთი სხეულს უფრო სპორტულად აყალიბებდა, რაც აღარ მოეწონა. მერე როდესაც სააგენტო გავხსენი და აქ მოდიოდა, ეს ყველაფერი იმდენად მოეწონა, რომ ერთ დღესაც თვითონვე გადაწყვიტა და მთხოვა მოდელობა ძალიან მინდაო. ასე დავიწყეთ.

ველოდებოდი ამ მომენტს. თვითონ როდის მოინდომებდა და ზუსტად ვიცოდი რომ მოინდომებდა, რადგან არ არსებობს ქალი, არ არსებობს გოგო, რომელსაც პოდიუმზე გამოსვლა არ უნდოდეს და არ უნდოდეს ამ სფეროში ჩართვა. შეიძლება ამბობენ რომ არა, არ მინდა, მაგრამ ქვეცნობიერში ყველა ქალს აქვს ამის სურვილი. პოდიუმზე გასვლა ისეთ დიდ სიამოვნებას განიჭებს, აქ ისეთი ქარიზმა ტრიალებს, ისეთი ადრენალინია, რომ ყველა გოგოს უნდა ეს.

-პროფესიული მხრივ თაკოსთანაც ისეთივე მომთხოვნი იყავით როგორც სხვა მოდელებან?

-როცა უკვე სერიოზულად მიდგა საქმე ამ სფეროში ჩაერთო და ძალიან სერიოზული მოწვევები ჰქონდა უცხოეთიდან რა თქმა უნდა. დღემდე მომთხოვნი ვარ

-რა არის თქვენი ძირითადი მოთხოვნა?

-სულ ფორმაში უნდა იყოს, სულ უნდა ივარჯიშოს, კასტინგებზე არ დააგვიანოს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა თაკოს რომ სადმე დაეგვიანებინოს. უბრალოდ ვეუბნები რომ ჯანსაღად იკვებოს და არასდროს მოდუნდეს.

-თაკოს წარმატებულ მოდელად ჩამოყალიბებაში თქვნ მიგიძღვით დიდი როლი, იყო სიძნელეები ამ გზაზე?

-რა თქმა უნდა მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ თაკოს ფაქტორიც ძალიან დიდია, ის აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვა, კი, ძალიან ბევრი სიძნელე და წინააღმდეგობა ჰქონდა ამ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში და მან ეს გადალახა, არ გატყდა შინაგანად. რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ გადავლახეთ,

-წინააღმდეგობაში რას გულისხმობთ?

-საქმე და წარმატება არ იქნება რაღაც სირთულეები თუ არ გადალახე. იყო ბევრი კასტინგი და ბევრი ცნობილი ბრენდი, რომლისგანაც თაკოს უარი ჰქონდა ,თავიდან აიტაცეს, მერე იყო პაუზა... სამოდელო სფეროში ხდება ხოლმე ასე, ზოგს შეიძლება ვერ გაეძლო ამისთვის... ის მაინც არ ეპუება, მაინც არ ჰყრის ფარ- ხმალს და ისეთი მიზანდასახულია, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ დონეზე დარჩეს და იყოს ყოველთვის მსოფლიოს სამოდელო ყურადღების ცენტრში.

-პირველი სიხარული თაკოს პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებაში რა იყო?

-რა, თქმა უნდა მისი დებიუტი ვერსაჩეს შოუზე, რომელიც შედგა მაღალი დონის კვირეულზე პარიზში. ისეთი სიხარული განვიცადე რომ ოთხი დღის განმავლობაში დავდიოდი 38 სიცხით, ეს არ იყო გამოწვეული არც გაციებით, არც ვირუსით, ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს, უბრალოდ ისეთი სტრესული იყო ეს ჩემთვის, რომ 38 მქონდა სიცხე. ის ერთი კასტინგით აირჩიეს ვერსაჩეს შოუსთვის. მაშინ 16 წლის იყო.

-თქვენც იქ იყავით?

-არა, მე თბილისში ვიყავი, მაგრამ სააგენტომ ჯერ მე მაცნობა, მთხოვეს, რამოდენიმე საათის განმავლობაში თაკოსთვის ეს არ მეთქვა, იმიტომ რომ საღამოს უნდა შეეტყობინებინათ მისთვის. ძალიან გამიჭირდა თავის შეკავება. მერე უკვე თაკოს „ვოის მესიჯები“ მოდიოდა - დედა ძალიან ცუდად ვარ, დამამტკიცეს ვერსაჩეზეო. ეს იყო არ ვიცი როგორი ზეიმი, ვერ აგიღწერთ.

-პირველი ვინ იყო ვისაც ახარეთ?

- რა თქმა უნდა ვატოს ვუთხარი, გაგიჟდა , ასე უცებ მართლა არ ველოდით და მართლა ძალიან დიდი სიხარული იყო. ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ მე და თაკომ რაც ვიშრომეთ ასე დაგვირგვინდა და დაფასდა და მოხვდა იქ სადაც თაკო ღირსია რომ იყოს.

-ვატო როგორ აფასებს მოდელ შვილს?

-ვატო ძალიან გულშემატკივრობს, შეიძლება ითქვას რომ თაკოს ნომერ პირველი ფანია. ხო იცით ამ სფეროში როგორ არის ქართულ მენტალიტეტში... რაც ძალიან დიდი უბედურება გვჭირს ქართველებს, ვატოს მხვრივ ეს არ მიგვრძვნია, ის ჩემზე მეტად უწყობს ხელს - მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოსო.

დეა თავბერიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42