ორმხრივ ვაჭრობაში მეტად განსავითარებლად საქართველო და აზერბაიჯანი სამუშაო ჯგუფს შექმნიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:18, 28 Oct, 2016     1292
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა და მასთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები, ამ მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება და ხელშეწყობა,


აღსანიშნავია, რომ შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანის პირველი ოფიციალი პირია, რომელიც ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეწვია.

ორმხრივი სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე ჩამოყალიბდება და შეისწავლის მხარეთა საექსპორტო პოტენციალს და შეიმუშავებს წინადადებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზნით. ორმხრივი ვაჭრობის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკების მდგომარეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ.

აღინიშნა, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობის აზერბაიჯანი საქართველოს უმთავრესი ინვესტორია. 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, 282,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 34%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ვიც-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა აზერბაიჯანული ინვესტიციის ზრდას საქართველოს ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ძალისხმევას ე.წ. კასპიის სატრანზიტო კორიდორის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს გაივლის. აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთბრუნვა აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით გაიზრდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 11%-ით და შეადგინა 1,170,301 ვიზიტორი.აღნიშნულ პერიოდში, ვიზიტორების შემოსვლების მიხედვით, საქართველოს ძირითად ათეულში, აზერბაიჯანი I ადგილზე იმყოფება 24%-იანი წილით.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42