საიდუმლოს ფარდა აეხადა - "ხელოვნური სუნთქვის" ემოციური ეპიზოდი, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა
ეს საინტერესოა - 14:12, 28 Oct, 2016     41488
„ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონის მე-14 სერიამ მაყურებელში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია, ამ სერიაში ერთმანეთის პირისპირ ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთა შეხვედრასაც მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. სასაფლაოზე შოთას და რეზის შეხვედის სცენამ გულგრილი არც ის ადამიანები დატოვა, რომლებიც ამ სერიალს ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდნენ.

მე-14 სერიას სახელწოდებაც შესაბამისი ქონდა- „სულთათანა“. სერიის განმავლობაში თითქმის მთელი მოქმედება სასაფლაოზე მიმდინარეობს, სადაც სერიალის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი - ნუცაა დასაფლავებული, მის საფლავთან კი მისი ცხოვრების ორი მამაკაცი ხან ჩხუბობს, ხან ერთნმანეთს ლანძღავს, ხან ერთმანეთს გულს უშლის და ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები ერთად სვამენ კიდეც. სწორედ სასაფლაოზე დაისმევა ის კითხვა, რომელიც მაყურებელს იმ დღიდან აწუხებს, რაც ნუცას სიყვარულის ამბავი გახდა ცნობილი, რატომ დაარქვა ნუცამ შვილს ის სახელი, რომელიც მის პირველ შეყვარებულს მოსწონდა, კითხვა უპასუხოდ რჩება, თუმცა თავად რეზი ადასტურებს რომ მელანო ნამდვილად შოთას შვილია.

საბოლოოდ სასაფლაოზე მელანოც მოდის, ყველაზე შთამბეჭდავი კადრი სწორედ ამ მომენტში ჩნდება, ნუცას საიდუმლო, მის საფლავთან თავს მოუყრის მისთვის 3 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს. საიდუმლოს ამოხსნასთან ყველაზე ახლოს კი მისი შვილია, მელანო, რომელმაც დედის დღიური წაიკითხა:

" - ჩემი ცოლი თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა მიყვარხარო, და ამ დროს გვტოვებდა, მე და ჩემს შვილს, შენს გამო?!"

" - მეც მიყვარდა ჩემი ცოლი.

- და მე ახლაც მიყვარს! მისი სიკვდილით მეც მომკლა, მაგრამ მაინც მიყვარს. შეიძლება თავისი სიკვდილით შენც გადაგარჩინა.. ეს ამბავი რომ გაგეგო, ალბათ მოკლავდი, არა?"

" - ვერ აღიარებ, მაგრამ გირჩევნია შენი ცოლი მკვდარი იყოს, ვიდრე ჩემთან ერთად იყოს ახლა ცოცხალი, ბედნიერი, ლაღი, და ლამაზი! მე მირჩევნია შენთან იყოს, ოღონდ ცოცხალი იყოს."

" -დალევა მინდა ძალიან.

- მოვიტან."

" - მართლა არ მეგონა თუ მკვდარზე მონატრების გარდა ამდენი გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეს... " „ საყვარელი ადამიანის საფლავთან ვსხედვართ.. მხოლოდ ის გვაინტერესებს, ჩვენ ვიყოთ კარგად, და ჩვენი სინდისი იყოს დამშვიდებული.."

" - ისე, იცი, მელანო რატომ დაარქვა?"

" - მე დედას დღიური ვიპოვე. და წავიკითხე. ოღონდ შენ არ წაიკითხო რა.."

სერიალის მაყურებლები თავის ემოციებს „ხელოვნური სუნთქვის“ ფეისბუკგვერდზე გამოხატავდნენ

„ფილმის დაწყების დროს რომ ჩავისუნთქე ეხლა ამოვისუთქე, ეს რაიყო ჰა?...... მარტო ამ 1 სერიით აიღებდით ოსკარს!“

„კადრი რომელიც პირადად ჩემთვის მთელს სერიად ღირდა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42