ჯულია რობერტსი 50წლის გახდა - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს მთავარი "ლამაზმანის" შესახებ (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 13:30, 28 Oct, 2017     29186
ამერიკელ ოსკაროსან მსახიობს, ჯულია რობერტს დღეს 50 წელი შეუსრულდა.

„ლამაზმანი“, რომელმაც მსოფლიო მისი სახასიათო ღიმილით დაიპყრო, ჰოლივუდის განუყოფელი ნაწილი გახდა. ისევე როგორც, ღიმილი გახდა მისი სამარკო ნიშანი.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს მთავარი „ლამაზმანის“ შესახებ.


  • ჯულია რობერტსი დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიაში, ამერიკაში. მისი სრულისახელია: ჯულია ფიონა რობერტსი.
  • ბავშვობისას მას სურდა ვეტერინარი გამხდარიყო.
  • სკოლაში სწავლისას მუსიკალურ წრეზე დადიოდა და კლარნეტზე უკრავდა.
  • ჯორჯიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა,რათა სამსახიობო კარიერაში ბედი ეცადა. ჩასვლისას კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან , რაც კინოინდუსტრიაში მისი ტრამპლინი აღმოჩნდა.
  • ჯულიას სავიზიტო ბარათი თავიდანვე მისი ღიმილი იყო.
  • ჯულიას დებიუტი ეკრანზე შედგა 1986 წელს სატელევიზიო შოუში ‘Crime Story’.
  • 1990 წელს ის მთელმა ჰოლივუდმა და მსოფლიომ გაიცნო ვივიანის როლით ფილმში„ლამაზმანი (Pretty Woman). თუმცა, დისნეის თავდაპირველი არჩევანი რობერტსი არ ყოფილა. მათ როლზე მეგ რაიანის დამტკიცება სურდათ, რომელმაც უარი განაცხადა პროექტშიმონაწილეობაზე, ხოლო შემდგომ კი განიხილავდნენ სანდრა ბალოკსა და უმათურმანს. საბოლოოდ, როლზე ჯულია რობერტსი დამტკიცდა.
  • „ლამაზმანში“ ყელსაბამის ცნობილი სცენა არ იყო დადგმული. იმ დღეს, რობერტსიგადასაღებ მეოდანზე გადაღლილი მივიდა და უხასიათოდ იყო, ხოლო რიჩარდი კი შეეცადამსახიობი გაემხიარულებინა. გარიმ კი გადაწყვიტა, რომ ნამდვილი ემციები ფილმის საბოლოო ვერსიაში დაეტოვებინა.
  • 1998 წელს, მან უარი განაცხადა მთავარი როლის შესრულებაზე ფილმში ‘Shakespeare in Love’, რომელიც გვინეტ პელტროუმ ოსკარი აიღო.
  • 2001 წელს დასახელდა ამერიკის ფავორიტ კინოვარსვლავად.
  • 22 წლის ასაკში ის დასახელდა ყველაზე ლამაზ ადამიანად მსოფლიოში
  • მისი ერთ-ერთი ჰობია ქსოვა.
  • მისი ფავორიტი მსახიობია მერილ სტრიპი.
  • მის საუკეთესო მეგრობრებს შორის ჯორჯ კლუნი, არიან ბრუს უილსი და დენზელ ვაინგტონი.
  • 2 000 წელს, ჯულიას მონაწილეობით გამოვიდა საკმაოდ განსხვავებული ფილმი ‘ ერინ ბროკოვიჩი. როლისთვის მან 20 მილიონი დოლარი მოიპოვა და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელსაც ამ რაოდენობის ჰონორარი გადაუხადეს.
  • ერინ ბროკოვიჩის პერსონაჟის მოსარგებად მან მარჯვენა ხელით წერა ისწავლა, რადგან ჯულია ცაციაა.
  • მსახიობმა ერინის როლისთვის 2001 წელს ოსკარი მოიპოვა.
  • ჯულია რობერტსი ხვდებოდა მსახიობ კიფერ საზერლდენდს. „ლამაზმანის“ პრემიერის შემდეგ წყვილმა ქორწილი დანიშნა. თუმცა, ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჯულიამგადაწყვეტილება შეცვალა და საზერლენდის მეგობართან ჯეისონ პატრიკთან ერთად ირლანდიაში გაიქცა.
  • ჯულია რობერტსისა და კიფერ საზრლენდის ისტორია საფუძვლად დაედო ფილმს"გაქცეული პატარძალი", რომელშიც ჯულია რიჩარდ გირთან ერთად მთავარ როლს თამაშობს.
  • ჯეისონ პატრიკს მალევე დაშორდა და მის ცხოვრებაში არც თუ ცოტა მამაკაცი იყო.
  • 2002 წელს მან კინოოპერატორ დენიელ მოდერზე იქორწინა, რომლისგანაც 3 შვილი ჰყავს.
  • 2012 წელს, მან ბოროტი დედოფალი განასახიერა ფილმში ‘Mirror Mirror’. მისმა ბავშვებმასწორედ ამ ფილმით შეიტყვეს, რომ მათი დედა ჰოლივუდის ვარსკვლავია. გადასაღებმოედანზე ჯულიას უზარმაზარი სამეფო კაბები ემოსა, რომელშიც მისი ბავშვებიიმალებოდნენ ისე, რომ მათ ვერავინ ამჩნევდა.
  • ჯულია რობერტს არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ოპერაციისთვის.
  • მსახიობობის გარდა მისი საყვარელი საქმიანობა ქველმოქმედებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42