პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ თბილისში
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:08, 28 Oct, 2016     2427

პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებელთან განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგება. ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში.

რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია არის მთლიანად ამერიკული. აქ დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ არის შესაძლებელი ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით

„ამ რესტორნის თბილისში გახსნის იდეა 2012 წელს ამერიკელ პარტნიორთან ერთად გაჩნდა,“ - აცხადებს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ნიკოლოზ კიკნაძე. „შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა და განვახორციელეთ იგი. მომსახურე პერსონალი და მთავარი მზარეული დატრენინგებულია ამერიკული მხარის მიერ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება და აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ბარბექიუსთვის საჭირო ყველა საკვებ დანამატს თუ სოუსს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს.“

რესტორანი გაიხსნა 1 წლის წინ, ოქტომბერში, გათვლილია 60 სტუმარზე. მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს. ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები. ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“ შაბათ-კვირას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ლანჩ-მენიუზე (12:00-დან - 15:00-მდე).

ბბქ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაფართოვებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42